LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელდება

134
ოკუპ

საქართველოს მთავრობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელებას იწყებს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პროექტი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში განხორციელდება.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტი გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეთა ეკონომიკურ სიძლიერესა და გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებას ისახავს მიზნად

„შემოგვაქვს ახალი პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც დღეს ამოქმედდება. პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ ორივე მხარეს მცხოვრები, მოქალაქეთა ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე ერთობლივი წარმოებისა და სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერას. პროგრამა უპრეცედენტოა და მაქვს იმედი, რომ ეს გააჩენს დამატებითი ეკონომიკური აქტივობისთვის საშუალებას გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებისთვის, მათ შორის საქმიანი ურთიერთობის გაჩენისთვის, ადამიანური ურთიერთობის კიდევ უფრო დაახლოებისთვის,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.