LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის ელექტრომომარაგებისთვის საქართველომ რუსეთიდან დამატებითი მოცულობები წამოიღო

49

აფხაზეთის მოსახლეობის ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისთვის საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან დამატებითი მოცულობები შემოიტანა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, საქართველოში და მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც მზარდი მოხმარებაა. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი, რადგან შემოსული წყლის რესურსის მცირე რაოდენობამ ვერ უზრუნველყო ”ენგურჰესისა” და ”ვარდნილი ჰესების” მიერ საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება.

კალაძის განცხადებით, რამდენიმე კვირაა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს შეზღუდვები, თუმცა, მხოლოდ მოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და შესაბამისად, სერიოზული საფრთხე შეექმნა ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას.

”შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული პრობლემის გადაწყეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეულ იქნა რუსეთის ფედერაციიდან  დამატებითი მოცულობების შემოტანა, რითაც შექმნილი ვითარება  გარკვეუწილად დარეგულირდა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ამ  პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტის საკითხი გაცილებით რთულია და გრძელვადიან პერსპექტივაში  საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს” – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია და მთავრობის პასუხისმგებლობა ამ ტერიტორაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებზეც ვრცელდება.

”აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ საქართველო, საერთაშორისო სამართალი და საერაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ, როგორც ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად მთავრობის   პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე. ეს არის ჩვენი კეთილი ნება და მყარი პოზიცია”, – განაცხადა კალაძემ.

magti 5g