საქართველოში გლოვის დღეა – ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრისას ტრაგიკულად დაღუპულ 5 არასრულწლოვანს დღეს, ოკუპირებულ საბერიოში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ენგურის ხიდის მიმდებარედ დილიდან შეიკრიბნენ ოჯახის ნაცნობები, მეგობრები, ნათესავები.
გარდაცვლილი ბავშვების პატივის მისაგებად სოფელ საბერიოში მიემგზავრებიან ბავშვების სკოლის და ბაღის მასწავლებლებიც. ბავშვების პედაგოგი, ეშო თაკალანძე ამბობს, რომ წარმოუდგენელი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით:
საქართველოში გლოვის დღეა – სოფელ საბერიოში ხანძრის დროს დაღუპულ ხუთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
„აფხაზეთის მე 14 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ ეს ბავშვები, სამწუხაროდ უდიდესი სტრატეგია დაგვემართა როგორც სკოლას, ისე ეზოს სადაც ცხოვრობდნენ, ამაზე საშინელი ტრაგედია მე არ ვიცი, არ ახსოვს ალბათ მსოფლიოს… მადლობა ადამიანებს ვინც დაგვეხმარა და ასე უპრობლემოდ უშვებენ დღეს ადამიანებს სამძიმარზე“ – ამბობს ეშო თაკალანძე „რუსთავი ორთან“.
ჟურნალისტებთან ისაუბრა კიდევ ერთმა პედაგოგმა:
„ემილია იყო ჩემი მოსწავლე, უფროსი, მეორე კლასელი. ძალიან თბილი, მოსიყვარულე…“ – ამბობს თეა მაქაცარია „რუსთავი ორთან“.