LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

120
აფხაზეთის ომი

32 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან – ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, 13 თვისა და 13 დღის შემდეგ, სოხუმის დაცემით დასრულდა.

სხვადასხვა ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ასეულობით პირი, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე მოქაალქე, დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი ადამიანი.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სწორედ 1992 წლის 14 აგვისტოს შევიდნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონას თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი ხელმძღვანელობდა. ოფიციალურად მას რკინიგზის სოჭი-ზუგდიდის მონაკვეთის დაცვა ჰქონდა დავალებული.

საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარე ომი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები