LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა

103
აფხაზეთის ომი

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა. ომი, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვის და 13 დღის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

სხვადასხვა ცნობით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ასეულობით პირი, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე მოქალაქე, დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი ადამიანი.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სწორედ 1992 წლის 14 აგვისტოს შევიდნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონას თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი ხელმძღვანელობდა. ოფიციალურად მას რკინიგზის სოჭი-ზუგდიდის მონაკვეთის დაცვა ჰქონდა დავალებული.

საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარე ომი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები