24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგულიი შვილი დედასთან ჩავიდა – დედა-შვილის შეხვედრის ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში „სენაკის ქრონიკა“ ავრცელებს.
ვიდეოს კომენტარებში სალომე ბუცხრიკიძე წერს, რომ ბიჭი, სახელად დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა. ის მაშინ 7-8 წლის იყო. როგორც ირკვევა ბიჭი მისმა მამამ ბათუმში იპოვა, შემდეგ კი მისმა ახლობელმა იშვილმა.
„ძალიან ემოციური ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა. მოკლედ, ეს ბიჭი არის დათო. აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა. დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში, ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად. მამაჩემი შემთხვევით წააწყდა ბათუმში, როცა ის უპატრონოდ იყო, წამოიყვანა ბათუმიდან და ჩვენს ოჯახში და-ძმასავით ვიზრდებოდით.
დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა, როცა მამამ იპოვა. შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები. პარალელურად თვითონაც და ჩვენც, მისი ნამდვილი ოჯახის ძებნა არასდროს არ შეგვიწყვეტია. წლების შემდეგ მოხდა სასწაული,“, – წერს სალომე ბუცხრიკიძე.