LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთმა ბლოგერმა, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება „სახელმწიფოს ღალატში“ სდებს ბრალს, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

260
დაურ ბუავა

ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება „სახელმწიფოს ღალატში“ ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ბლოგერმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

როგორც ის გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა. მისი ინფორმაციით, იანვრიდან ეს ფორმა „ოკუპირებული ტერიტორიებზე“ მცხოვრებთათვის კიდევ უფრო გამარტივდება.

„ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მკვიდრებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, ეს შეეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების მცირე პაკეტი“, – ამბობს გავრცელებულ ვიდეოში დაურ ბუავა.

ცნობისთვის, დაურ ბუავა თბილისში გასული შემოდგომიდან ცხოვრობს. ის ახალგაზრდული მოძრაობა „ამრას“ ერთ-ერთ დამფუძნებელია.

28 წლის „ტიკტოკერს“ აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა.

თავად ბლოგერი წაყენებულ ბრალს „მტკნარ სიცრუეს.“ უწოდებს და ამბობს, რომ ის რუსეთში სწავლობდა და რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვარი თავისუფლად გადაკვეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები