სოხუმში მცხოვრებ 32 წლის ბესლან ხვარწკიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ახალგაზრდა მამაკაცმა სოციალურ ქსელში აფხაზეთში გამართული ერთ-ერთ ქორწილი გააკრიტიკა, სადაც სუფრაზე დაუნაწევრებელი შემწვარი ცხოველების ფიტულები ეწყო. ხვარწკიამ ქორწილს “ვაცის ქორწილი” (козлосвадьба) უწოდა.
ბესლან ხვარწკიას ცემის ამსახველი ფოტოები ფეისბუქში გავრცელდა. ის სხეულის მრავლობითი მძიმე დაზიანებებით სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ჯერჯერობით მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.