LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში ტურისტული სეზონი საბოლოოდ ჩავარდა

342

კრახით დაწყებული ტურისტული სეზონი აფხაზეთში საბოლოოდ ჩავარდა. აღნიშნულის შესახებ გაზეთი „რეზონანსი” წერს.

გამოცემის ცნობით, თუ აქამდე ტურისტული სეზონის ავ-კარგს რუსი ტურისტები განსაზღვრავდნენ, ოკუპირებულ რეგიონს უკვე მათაც შეაქციეს ზურგი. გარდა იმისა, რომ აფხაზეთში მომსახურების დონე ვერ განვითარდა, დამსვენებლების განწყობაზე აფხაზეთში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებამაც იმოქმედა. ადგილობრივების ინფორმაციით, რუსი ტურისტები უკვე იშვიათად ჩამოდიან და ისინიც კი ტერიტორიას დაგეგმილზე ადრე ტოვებენ.

„როგორც ჩანს, აფხაზეთის საგზურები არც რუსული ტურისტული ორგანიზაციებისთვის არის საინტერესო. სარეკლამო კამპანიის გაწევითა და აფხაზური ტურიზმის აგიტაციით წელს ტუროპერატორებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ. აშკარაა, რომ, რაც დრო გადის, ტურისტებს აფხაზეთი ნაკლებად იზიდავს”, – აღნიშნულია „რეზონანსის” სტატიაში.

როგორც ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი „რეზონანსთან” საუბრისას განმარტავს, აფხაზეთში ტურისტის სტატუსით ჩასული ადამიანის უსაფრთხოება დაუცველია, რის გამოც დამსვენებელთა უმეტესობა იქ ჩასვლისგან თავს იკავებს, ყოველ შემთხვევაში, მეორედ ჩასვლის სურვილი უკვე არავის უჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g