LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრიკული სპილოები ერთმანეთს სახელებით მიმართავენ – ახალი კვლევა

125
Two juvenile elephants greet each other in Samburu National Reserve in Kenya. Credit: George Wittemyer

აფრიკაში მობინადრე სპილოები ერთმანეთს უნიკალურ სახელებს არქმევენ. ამის შესახებ ჟურნალი Nature Ecology & Evolution უახლეს კვლევაზე დაყრდნობით წერს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპილოების სახელები ბგერათა უნიკალურ ნაკრებს წარმოადგენს და ცხოველები მათ მაშინ იყენებენ, როცა შორ მანძილზე სურთ ერთმანეთს ხმა მიაწვდინონ.

ამასთან, უფრო ხშირად სახელებს უფროსი სპილოები იყენებენ, რის გამოც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამ უნარის ათვისებას გარკვეული წლები სჭირდებოდეს.
საინტერესო დასკვნამდე სპეციალისტები კენიის ეროვნულ ნაკრძალში 1986-2022 წლებში გაკეთებული ჩანაწერების შესწავლის შემდეგ მივიდნენ.

ზოგადად სპილოები ძალიან სოციალური ცხოველები არიან და წლების სვლასთან ერთად განვითარებას არ წყვეტენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები