LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფთიაქში ნაყიდი ტესტის პასუხით კოვიდდადასტურებულთა ბაზაში ვერ მოხვდებით: ამირან გამყრელიძე

537
ამირან-გამყრელიძე

პირებმა, რომლებსაც სააფთიაქო ქსელებში ნაყიდი ტესტით კორონავირუსი უდასტურდებათ, შედეგი ლაბორატორიებში უნდა გადაამოწმონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კოვიდდადასტურებულთა ბაზაში ვერ მოხვდებიან და ე.წ. მწვანე ბარათიც არ ექნებათ. – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

როგორც, კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ზოგიერთ შემთხვევაში აფთიაქებში შეძენილ ტესტს მოსახლეობა სწორად ვერ იკეთებს, ან ტესტი სწორ პასუხს არ აჩვენებს.

„პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით „ომიკრონის“ აღმავალი ტალღაა, როცა დიდი რაოდენობით ხდება ადამიანების დაინფიცირება, ყველგან მატულობს თვითტესტირების წილი საერთო ტესტირებაში.” – აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, სწრაფი ტესტები ფართოდ არის გავრცელებული ყველა ქვეყანაში და დაინტერესებულ პირს მისი შეძენა აფთიაქშიც შეუძლია.

“ეს ძირითადად არის თვითტესტირებისთვის, რათა ადამიანი დარწმუნდეს, არის თუ არა ინფიცირებული. თუ ტესტის პასუხი დადებითია, სასურველია პირი იყოს იზოლაციაში და შეასრულოს რეკომენდაციები” – აღნიშნავს გამყრელიძე

პოპულალურები