თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
გარდაცვლილები თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები არიან.
ამავე უწყების თანამშრომელია მესამე პირიც, რომელიც სასწრაფო-დახმარების ბრიგადის მიერ გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ახალგაზრდები პანაშვიდზე იმყოფებოდნენ. დაღუპული და-ძმის სამძიმრიდან თბილისისკენ მიმავალი მანქანა კი, ავარიაში მოჰყვა. საქმე ეხება ოზურგეთელი და-ძმას ლალი და თემურ მახარაძეების პანაშვიდს, რომლებიც ოზურგეთში ბებიის დაკრძალვაზე მიდიოდნენ და გზაში ავარიისას 23 ივნისს დაიღუპნენ.