LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგერ გვირგვინი მადამ ფრანცუჟენკა… მისი გამოსვლა ოთხჯერ გადავახვიე და რა უნდოდა, ვერ გავიგე… ერთი ვიცით, სადაც თხრი, იქ თხრის, მაგრამ რას თხრის, გაგვაგებინოს“ – ზარქუა ზურაბიშვილზე

289
სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ზარქუა

„მადამ ფრანცუჟენკას გამოსვლა ოთხჯერ გადავახვიე და რა უნდოდა, ვერ გავიგე. ერთი ვიცით, სადაც თხრი, იქ თხრის, მაგრამ რას თხრის, გაგვაგებინოს“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუას თქმით, 29 ივნისის აქციაზე „ვნახეთ გაკოტრებული რადიკალები, რომლებიც საპროტესტო აქციისთვის კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ და 2 000 ადამიანი ძლივს შეკრიბეს“:

კახა კალაძე: „პირდაპირ იხარჯება უცხოური ფული, რათა მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა – ვერ ეღირსებით ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ!“

„გუშინ ვნახეთ გაკოტრებული რადიკალები, რომლებიც საპროტესტო აქციისთვის კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ და 2 000 ადამიანი ძლივს შეკრიბეს, სადაც ჟურნალისტები და პოლიციელებიც იყვნენ. ეს აჩვენებს, რომ გაკოტრებული არიან და მოქალაქეებს ვერაფერს სთავაზობენ. მოქალაქეებს ვეღარ ატყუებენ, ახალგაზრდებიც გაემიჯნენ. ვინც მათთან დგას, დაქირავებულები, აქტივისტები არიან.

აგერ, გვირგვინი მადამ ფრანცუჟენკაა. რა უნდოდა? მისი გამოსვლა ოთხჯერ გადავახვიე და რა უნდოდა, ვერ გავიგე. იქ ვინც იყო, სტვენა იმიტომ დაიწყო, რომ ვერ გაიგეს, რა უნდოდა. ერთი ვიცით, სადაც თხრი, იქ თხრის, მაგრამ რას თხრის, გაგვაგებინოს. ჯერ ბოიკოტისკენ მოუწოდა, შემდეგ თქვა, ბოიკოტი შედეგს არ გვაძლევსო, ამ ხალხს აბნევს. ცხვირ-პირი მერამდენედ უნდა წაიმტვრიონ და მერამდენედ უნდა შერცხვეთ? ხელმოცარულებს აფინანსებენ და არ დაიღალნენ? ისე მაინც გააკეთონ, რომ პოლიტიკური სცენიდან ჩუმად გავიდნენ. დაფინანსებული არიან და ბანცალ-ბანცალით უნდა გამოვიდნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„სალომე ზურაბიშვილი ერთობა“ – გიგი უგულავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g