LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღარ აქვს ფერი იმ სამყაროს სადაც შენ აღარ ხარ… ჩვენი მეგობრობა სიკვდილზე ძლიერი აღმოჩნდა… გპირდებით, ყოველთვის ვიქნებით შენს გვერდით, წვიმაშიც, თოვლშიც და მზეშიც“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის მეგობრები ემოციურ პოსტს აქვეყნებენ

1637
მეგი ჯაიანი

14 ივნისს, გონიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე დაიღუპა.

მეგი ჯაიანის მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებენ. ანა მამულაძე წერს, რომ მეგი მათი მფარველი ანგელოზია და ისინიც, ყოველთვის მის გვერდით იქნებიან. 

ანა მამულაძე მეგის მადლობას უხდის სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რაც მათ სამეგობროში შეიტანა.

„მეგუსი…

ახლა ყველაფერი აღარ არის ისეთი ნათელი. აღარ აქვს ფერი იმ სამყაროს სადაც შენ აღარ ხარ. გარშემო სიჩუმეა, სიცარიელეა, ძალიან გვიჭირს შენს გარეშე ყოფნა… მაგრამ ჩვენ ერთად ვდგავართ – სამნი, და შენ მეოთხე, ჩვენს პაწაწინა გულებში.

„ჩვენ ოთხი, ისევ ოთხად ვრჩებით, ჩვენი მეგობრობა სიკვდილზე ძლიერი აღმოჩნდა“. გვჯერა შენ ზეცაში ხარ, თბილ და ლამაზ ადგილას, სადაც სიმშვიდეა, სადაც სინათლე და სითბო სუფევს, გვიყურებ ზემოდან და ძალას გვმატებ.

გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნებით შენს გვერდით, წვიმაშიც, თოვლშიც და მზეშიც, ხელს არაფერი შეგვიშლის შენს სანახავად.

შენი სიცილი, შენი ბუტიობა შენი ყველაფერი გვენატრება… მშვენიერი იყო ის დღეები, როცა უბრალოდ ხმამაღლა ვიცინოდით და არაფერზე ვფიქრობდით. ჩვენ არ გვჭირდებოდა დიდი თავგადასავლები ერთად ყოფნა უკვე საკმარისი იყო ბედნიერებისთვის.

მახსოვს ერთხელ უნივერსიტეტში გელოდებოდი ვერ დამინახე მეძებდი, უცებ შემამჩნიე, ანაა დაიყვირე, მთელი ძალით გამოიქეცი და მაგრად ჩამეხუტე, მახსოვს იმწამს რამხელა სიყვარული განვიცადე შენგან, არასდროს დაგვავიწყდება შენი ჩახუტება შენი სითბო, შენი გვერდში დგომა…

გპირდებით ერთ დღეს ისევ შევხვდებით, მოვალთ, გულში ჩაგიკრავთ და გეტყვით თუ რამხელაზე გვიყვარხარ, რამხელა წვლილი გაქვს შეტანილი ჩვენს ბედნიერებაში. უსასრულო სიყვარულით და მონატრებით, შენი გოგოები, როგორც შენ იტყოდი შენი დაქალუშკები.

გვიყვარხარ უსასრულოდ!! ყველაფრისთვის მადლობა რაც ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანე, მადლობა შენი არსებობისთვის!! ჩვენი მფარველი ანგელოზი ხარ მეგუსი…🌟“, – წერს ანა მამულაძე. 

„როგორ დაგტრიალებს თავს ყველა და გეფერება დე… გიწყობენ და გილამაზებენ შენს ახალ სახლს… ენატრები შენს გამწარებულ დედას შვილო ძალიან“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ამ ამბავს ასე არ დავტოვებ! ყველამ უნდა აგოს პასუხი… როგორც შენ იტყოდი, ნაზი მამას ვაჟკაცივით უდგას გვერდითო, გავაგრძელებ მაგ გვერდში დგომას“ – რას წერს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

„7 უსასრულო დღე გავიდა უშენოდ, რა დაინახე აქ, რომ 22 წელი საკმარისი აღმოჩნდა შენთვის? ამ პატარა ასაკში, ამხელა სიყვარულის დათესვა როგორ მოასწარი?! ყველა აატირე, ყველას ცხოვრება შეცვალე, ყველას გული დასწყვიტე“ – რას წერს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

ვიდეო: „ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც, მამიკომ კარი ღია დაგიტოვა, გაფრინდეს, ცოდოაო, თვალებში შეგციცინებდა, იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

„ანი, ჩემო მხიარულო და გადარეულო გოგო…“ – ირინკა ნაკაშიძე გონიოში, ავარიისა დროს დაღუპული ანა მახარაძის ფოტოებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g