LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღარ დარიცხოთ ხალხო, ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა.. მადლობა პრემიერს, ელჩს, ჯანდაცვას, საკონსულოს.. “ – სტამბოლის კლინიკაში გარდაცვლილის დედა მიმართვას ავრცელებს

614
Untitled design

სტამბოლის კლინიკაში გარდაცვლილი 16 წლის მარიამ გოგიაშვილის ოჯახი მორიგ მიმართვას ავრცელებს. ამჯერად, გარდაცვლილი გოგონას დედა მოქალაქეებს სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნობს, რომ კლინიკაში დაგროვილი დავალიანების გადახდა, რის გამოც გოგონას გადმოსვენება ვერ ხერხდებოდა, ოჯახს აღარ მოუწევს.

„იქნებ როგორმე დამეხმაროთ, გადმომაყვანინეთ ერთადერთი შვილი – ჩემი მარიამი“ – სტამბოლის კლინიკაში გარდაცვლილის მამა ხელისუფლებას მიმართავს

მარიამ გოგიაშვილის დედა პრემიერ-მინისტრს, ელჩს, ჯანდაცვის სამინისტროსა და საკონსულოს დამხარებისთვის მადლობას უხდის.

“ხალხო ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის.

აღარ დარიცხოთ, ხალხო, მადლობა პრემიერს და მადლობა ელჩს, მადლობა ჯანდაცვას, საკონსულოს, ყველას უღრმესი მადლობა, თითოეულ ადამიანს, უფალი იყოს თქვენი მფარველი”, – წერს მარიამ გოგიაშვილის დედა და ამავე მიმართვაში, სოფიო ჩიკვილაძის პოსტს გვიზიარებს.

“მეგობრებო, დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა. პრემიერ-მინისტრმა იცის უკვე ყველაფერი. მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში.

გვითხრა, რომ აღარაა საჭირო თანხის მოგროვება და ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა.

ყველას ვეებერთელა მადლობა თანადგომისთვის.

უფალი თქვენკენ,უფალი ჩვენკენ

მაქსიმალურად გადააზიარეთ,რომ დეზინფორმაციას ავარიდოთ თავი“, – წერს სოფიო ჩიკვილაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები