LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღარ გვყავს ჩვენი მზისსხივა ბიჭი… თითქოს მზეს გამოპარვოდა, ჩვენთვის რომ მოეტანა სითბო და სინათლე… როგორ ვიცხოვროთო აწი შენმა მეგობრებმა…“ – ლანჩხუთში ტრაგიკულად გარდაცვლილ 14 წლის მოზარდს მშობლიური სკოლა ემშვიდობება

610
ტრაგედია ლანჩხუთში

ლანჩხუთის სოფელ შუხუთში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რა დროსაც ავტოავარიას 14 წლის სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ გვარჯალაძე ემსხვერპლა, „ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა“ ეხმაურება და სამძიმრის წერილს ავრცელებს:

„ნიკა გვარჯალაძე, აღარ გვყავს ჩვენი მზის სხივა ბიჭი. თითქოს მზეს გამოპარვოდა, ჩვენთვის რომ მოეტანა სითბო და სინათლე. ასეც იყო, დადიოდა და დაატარებდა მზეს, გვიზიარებდა სიხარულს და სიცოცხლის სიყვარულს. მაინც როგორ შეძლო ერთნაირი ღირსებით შეესრულებინა შვილის, ძმის, შვილიშვილის, მეგობრის, მოსწავლის, სტიქაროსნის მოვალეობა?!
ახლა ვხვდებით, ჩვენი არ ყოფილა, ცის და ღმერთის საკუთრება ყოფილა. აი, რატომ მოასწრო გაეცნო ყველას, აი რატომ დაუთესია ამდენი სიკეთე.
უკვე გვიჭირს უშენობა. როგორ ვიცხოვროთო აწი? – შენმა მეგობრებმა, როგორ გაუსწორონ თვალი შენზე უზომოდ მზრუნველ და მოსიყვარულე გიოს? რით ვანუგეშოთ შენი მონატრებული და შვილებზე გადაყოლილი დედა? რა მძიმეა შენი ვაჟკაცი და მებრძოლი მამის გამხნევება.

ყველასთვის უდიდესი ტკივილი ხარ. ვერ ვხსნით უფლის განგებას. ნათქვამია: ,, სიკვდილი არა ასაკს, არამედ სიყვარულს ზომავს-ვის როგორ მოაგონდებაო!“ შენ კი, ნიკა, განუზომელი სიყვარული მოიპოვე. გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები ჩვენო საკუთარო ,, ღიმილის ბიჭო“, – წერს „ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა“.

ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით) მიმდინარეობს.

Nika Gvarjaladze 💔💔💔აღარ გვყავს ჩვენი მზისსხივა ბიჭი. თითქოს მზეს გამოპარვოდა, ჩვენთვის რომ მოეტანა სითბო და სინათლე….

Posted by ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა on კვირა, 16 მარტი, 2025

  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g