LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღარ მინდა სალომეზე ლაპარაკი.. იმდენი ვისაუბრეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, არ მინდა პოლემიკაში შევიდე..“ – კახა კალაძე

297
კალა სალო მზა

„არ მინდა, შევიდე პოლემიკაში. სალომეზე ისედაც ბევრი ვისაუბრეთ ბოლო კვირების განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ქვეყანას აქვს,“ – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყნის პრეზიდენტმა მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

„არ მინდა შევიდე პოლემიკაში, ყველაფერი ცხადი და ნათელია.

დადასტურებულია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ ამის ხაზგასმა მიწევს, უმძიმესია აღნიშნული ფაქტი.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, უნდა გავაგრძელოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აქტუალურია საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი არის 10:0-ზე წაგებული

პრეზიდენტი „ოცნებას“: „დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება.. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული“

„თურმე გეწყინათ, რომ პატარა კაცები გიწოდეთ, დაელოდეთ, როგორ შეგამკობენ თქვენი შვილები“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g