დრამისა და კინოს მსახიობის, ასევე ცნობილი ინფლუენსერის, თამუნა მდივანის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. გარდაიცვალა მისი ვაჟი. უმძიმესი ამბის შესახებ თავად თამუნა მდივანი წერს სოციალურ ქსელში.
„როგორ გავაგრძელო უშენოდ სიცოცხლე?! როგორ გავუძლო უშენობას?!როგორ გავუძლო შენს მონატრებას?!(აღარ მყავს ჩემი გიორგი
)“, – წერს თამუნა მდივანი.
რადიო „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს თამუნა მდივანის ოჯახს.
როგორ გავაგრძელო უშენოდ სიცოცხლე?!როგორ გავუძლო უშენობას?!როგორ გავუძლო შენს მონატრებას?!💔💔💔(აღარ მყავს ჩემი გიორგი💔)
Posted by Tamuna Mdivani on ორშაბათი, 28 აპრილი, 2025