პოლიტიკოსმა, ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა დირექტორმა გიორგი არველაძემ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით რამდენიმე თვის წინ ამცნო, რომ მეხუთე შვილის მამა გახდა. მაშინ მის მიერ გავრცელებული „ფეისბუკ“ სტატუსიდან გაირკვა, რომ მან და მისმა მეუღლემ, პატარა ბიჭი უკრაინაში იშვილეს.
თემაზე გიორგი არველაძემ და მისმა მეუღლემ, ანასტასია ზუბენკომ გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ისაუბრეს.
როგორც გიორგიმ აღნიშნა, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ომის ცენტრში აღმოჩნდებოდა და ბავშვის შვილება მოუწევდათ.
„ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. მინდოდა შვილები კიდევ, ძალიან მიყვარს ბავშვები, მაგრამ ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, არ მეგონა..
“ომის ცენტრში თუ აღმოვჩნდებოდი და ბავშვის შვილება მოგვიწევდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი”.
“ომის ცენტრში თუ აღმოვჩნდებოდი და ბავშვის შვილება მოგვიწევდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი”, – გიორგი არველაძე.
⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:
https://instagram.com/nanukashow
? ნანუკას ?????? გვერდი:@nanukashow
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show on ოთხშაბათი, 15 თებერვალი, 2023
ომის ცენტრში თუ აღმოვჩნდებოდი და ბავშვის შვილება მოგვიწევდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.“
გიორგის მეუღლე იხსენებს, როგორ მოხვდნენ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში და როგორ შეხვდნენ პირველად პატარა ბიჭუნას, რომელიც მოგვიანებით, იშვილეს.
„როდესაც დავითი პირველად ავიყვანე ხელში, ჩემი გულისცემა მაშინვე აჩქარდა. გავუღიმე, მანაც გამიღიმა და იმ წუთას რაღაც მოხდა რაც არასდროს მიგრძნია.. ყველა ბავშვი საყვარელი იყო. ვცდილობდით, ყველასთვის მიგვეცა სითბო, მოგვინდა ყველას ჩახუტება, მაგრამ დავითი სხვა იყო.
მე აღარ შემეძლო ძილი, ჭამა, ძალიან ვნერვიულობდი, ვტიროდი. როცა სახლში მივდიოდი, სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორი იყო დავითი, როგორ სძინავს, როგორ იყო უჩემოდ.“
„უსაზღვროდ მიყვარხარ“ – გიორგი არველაძეს მეუღლე ერთად ყოფნის ორი წლისთავს ემოციურად ულოცავს