LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღარაა საოცარი ადამიანი… საოცრად დამენანა, ყველა დღესასწაულს მილოცავდა“ – თიკა ფაცაცია გარდაცვლილ ალეკო თეთრაშვილს ემოციურ სტატუსს უძღვნის

747
თიკა ფაცაცია

მსახიობი და პაროდისტი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას მსახიობის მეგობრები და კოლეგები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„ჩემი ალეკო თეთრაშვილი აღარ მყავს“ – მსახიობი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა

ალეკო თეთრაშვილის შესახებ სტატუსს აქვეყნებს მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაციაც და მას ემოციურად იხსენებს:

„საოცრად დამენანა, გუშინ ჩვეულებრივ ნინოობას ულოცავდა ხალხს, ყველა დღესასწაულს მილოცავდა მეც და უცებ აღარაა საოცარი ადამიანი… დღეს არის, ხვალ აღარ, ხოდა, სანამ დღეს ვცხოვრობთ და გვაქვს შანსი, მხოლოდ კარგი ვაფრქვიოთ“, – წერს თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში.

ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. არსებული ინფორმაციითვე, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g