წელს სააღდგომო არდადეგები ბევრი ევროპელისთვის დღესასწაული არ იქნება. ტაძრები თითქმის ყველგან დაკეტილია, მასობრივი რიტუალები და მსახურებები კი გაუქმდა.
თუმცა კარანტინში მყოფი ადამიანები მაინც ცდილობენ, რომ სააღდგომო განწყობა შეინარჩუნონ.
სლოვაკეთში გზები გადაკეტილია. კორონავირუსის პანდემიის გამო ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ სააღდგომო არდადეგებზე სხვა რეგიონებში არ წასულიყვნენ. ვინც მაინც გადაწყვიტა, რაიმე მიზეზით რომელიმე ქალაქში გამგზავრებულიყო, მათ დიდი ხნის ლოდინი უწევთ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად უამრავი შემოწმების გამო.
ირლანდიის მთავარმა ტურისტურმა რეგიონებმა განაცხადებს, რომ სააღდგომოდ ტურისტებს არ მიიღებდნენ. ბანდორანში ატლანტიკის სანაპიროებზე უკვე დაიწყეს შეშფოთება იმის გამო, რომ ხალხის რაოდენობამ იკლო. ქალაქი ძალიანაა დამოკიდებული ტურისტებზე და სააღდგომოდ როგორც წესი, აქ ბევრი ადამიანი ჩამოდის. მაგრამ ახლა ბანდორანის ქუჩები ცარიელია, სასტუმროები და მაღაზიები კი დაკეტილია.
ესპანეთის ქალაქ მალაგაში საშობაო დღეებისთვის შეუფერებელი ხალხის ნაკლებობაა, ერთ-ერთი ქუჩა მალაგაში, რომელსაც ბედის ირონიით ქრისტეს ეპიდემიას უწოდებენ, დასახლებულია მრავალრიცხოვანი საძმოებით და მიუხედავად იმისა, რომ სააღდგომოდ წელს მსვლელობები აკრძალულია, მაცხოვრებლები მაინც აპირებენ აღდგომის შეხვედრას აივნებზე.