LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღდგომაზე ღორებივით დათვრნენ მღვდლები… შვიდი ტყვია დაახალა მანქანას“: ყინწვისში მომხდარი დაპირისპირების დეტალები

1198
ყინწვისი

ბასილ კობახიძე, რომელმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სინოდის გადაწყვეტილებით 2006 წელს დატოვა, სოციალურ ქსელში ყინწვისის ეკლესიაში მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე წერს.

„შვიდი ტყვია დაახალა მამა დავით აქიაშვილმა მამა საბა ჟღენტის მანქანას, სადაც სხვა მღვდლებიც ისხდნენ, ისინიც გაწირა. აღდგომაზე ღორებივით დათვრნენ ეს მღვდლები და ჯერ მონასტერში იჩხუბეს, რასაც მიტროპოლიტი იობ აქიაშვილიც ესწრებოდა, მერე კომენდანტის საათის დარღვევით, მანქანებით გაეკიდნენ ერთმანეთს და ერთმა მღვდელმა მეორის მანქანა ავტომატიდან ჩაცხრილა. მედიამ უნდა მოსთხოვოს პასუხები მიტროპოლიტ იობს: რატომ ცრუობდნენ ის და მისი მღვდლები პირდაპირ ეთერში და მალავდნენ ამ ფაქტს? დანაშაულის დაფარვაზე არ უნდა მიეცენ პასუხისგებაში? რატომ არ დაადო საეკლესიო სასჯელი თავის შვილობილ მამა დავით აქიაშვილს?
მთავრობა მალე გამოუშვებს ბანდიტ მამა დავითს, რადგან თვლის რომ მრევლი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობაა. მრევლის ნებისმიერ წევრს რომ დავუსვათ კითხვა, არის სასჯელის ღირსი მამა დავითი? პასუხად მივიღებთ, რომ არა, რადგან მამაოს განკითხვა ცოდვაა, ჩვენ საკუთარ ცოდვებს უნდა მივხედოთ, უფალი მეფობს, ჩემი მამაო ასეთი არაა, ეკლესიას ებრძვით, ან უბრალოდ ხმამაღლა შემოსძახებს მამაო ჩვენოს“, – წერს ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის შვილობილია.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, მამა დავითი ერისკაცობაში კობა კობაიძე იყო.
მას შემდეგ, რაც ის მეუფე იობმა იშვილა, სახელიც და გვარიც შეიცვალა და დავით აქიაშვილი გახდა. მან მამობილი მღვდელმთავრის გვარი მიიღო.

მეუფე იობმა 81 წლის ასაკში მონაზვნად აკურთხა კობა კობაიძის ნათესავი, დედა მარიმიც, რომელიც ოჯახში სტუმრობის დროს გაიცნო. კობაიძის ახლობლები ამბობენ, რომ მეუფეს მოხუცი ქალის მონაზვნად კურთხევაზე ხილვა ჰქონდა.

მამა დავით აქიაშვილმა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა საბა ჟღენტის 20 აპრილს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები