„აღდგომის დღეებში ოკუპანტებმა უკრაინის ოლქების წინააღმდეგ უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს“, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, განსაკუთრებით ცინიკური იყო, რომ ოკუპანტების მიერ ნასროლ ჭურვებს ეწერა: „ქრისტე აღსდგა“.
„დღეს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში ურთულესი ბრძოლები მიმდინარეობს. აღდგომის დღესასწაულზე ზავის გამოცხადებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდების მიუხედავად, მტერმა უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განახორციელა არა მხოლოდ დონბასში, არამედ უკრაინის სხვა რეგიონებშიც. განსაკუთრებით ცინიკური იყო, რომ ოკუპანტების მიერ ნასროლ ჭურვებს ეწერა: „ქრისტე აღდგა.“ – განაცხადა მინისტრმა მონასტირსკიმ.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.