”საქართველოს ბანკმა” და Express ბანკმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგი გამოაქვეყნეს.
როგორც ”ფორტუნას” ბანკებიდან აცნობებს, 29 აპრილი, 1 და 2 მაისი, საქართველოს ბანკის და Express ბანკის, გარკვეული სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 30 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო Express ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.
მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, შეუძლია მიმართოს, ”საქართველოს ბანკის” და Express ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომრებზე: 2444444; 2555555. სატელეფონო მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში კვირაში შვიდი დღე.
3 მაისიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.