LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგომის დღესასწაული – ენმ-ის და „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენლები საღვთო მსახურებას ზუგდიდში დაესწრნენ

102

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესიაში ჩატარდა. ზუგდიდში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა მეუფე გერასიმემ აღავლინა.

საღვთო მსახურებას ზუგდიდში დაესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი ნიკა მელია საკუთარი და „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენლებთან ერთად.

„სამეგრელოდან, ყველა ქართველ ოჯახს ვუსურვებ გამარჯვებას, მხნეობას, უკეთეს მომავალს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა გადალახვას ყველა სირთულეს და როგორც  საბოლოო ჯამში, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე, ასევე უკეთესი მომავალი გაიმარჯვებს მძიმე აწმყოზე,“ – აღნიშნა ნიკა მელიამ.

საქართველოს მოქალაქეებს უკეთესი მომავალი უსურვა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ.

„ეს არის ერთ-ერთ უდიდესი დღე კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანს უკვდავება აჩუქა უფალმა. ეს არის დღე, როდესაც სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე,“ – ამბობს ბაჩუკი ქარდავამ.

გარდა ამისა, ოკუპირებულ აფხაზეთთან ყველაზე ახლოს მდებარე საკათედრო ტაძარში მოსალოცად მრევლი ოკუპირებული ტერიტორიიდანაც გადმოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ენგურის ხიდი ოკუპანტებმა გუშინ საღამოს 07:00 საათიდან ჩაკეტეს. ზუგდიდში პირველად აღდგომა ფოიერვერკებითაც აღნიშნეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g