LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებელზე სახელმწიფო ქონება 9 840 250 ლარად გაიყიდა

85

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 9 840 250 ლარად, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარე უძრავი ქონება შპს ,,სი ი ეფ სი“–ს  გადასცა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ევრაზიული ქვეყნების საინვესტიციო და თანამშრომლობის სათაო ოფისის მოწყობას გეგმავს. ასევე, შეიქმნება ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი.

აღნიშნული მიმართულებით, კომპანია 3 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც დასაქმდება 50 ადამიანი.

ამასთან, შპს ,,სი ი ეფ სი“ უზრუნველყოფს შენობის ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g