თბილისის მერია სოფელი დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობას განაგრძობს. ამჟამად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
გარდა ამისა, დედაქალაქის მასშტაბით, ხიდებისა და გზაგამტარების მოვლა-პატრონობაც გრძელდება.
ნაძალადევის რაიონში, ქსნის ქუჩაზე არსებულ ხიდს სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
გეგმურ სამუშაოებთან დაკავშირებით, 3-დან 10 ნოემბრის ჩათვლით, აღნიშნულ ხიდზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.