მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი, აღმაშენებლის ხეივანში, დიღმის ტყე-პარკთან დაგეგმილ პროექტზე წერს.
როგორც ის ამბობს, ორანჟერეა პარკს ესაზღვრება, თუმცა ის კია მოტორსის ადგილზე აშენდება, ხოლო ტყეში ყველანაირი მშენებლობა აკრძალულია.
“აღმაშენებლის ხეივანში, ზედ ტრასაზე მდებარე კიას ცენტრის ადგილზე აშენდება თანამედროვე ტიპის, დასასვენებელი სივრცე, ე.წ. ორანჟერეა. მიმდებარე ტერიტორიაზე (სადაც მოშიშვლებული, დაბინძურებული ადგილია) დაირგვება დაახლოებით 100 ძირი ხე და გამწვანდება.
რაც შეეხება დიღმის ტყე-პარკს, იგი ესაზღვრება არსებულ შენობას და წარმოადგენს რეკრეაციულ ზონას, სადაც ყოველგვარი მშენებლობა აკრძალულია. უფრო მეტიც, თბილისი მერია აგრძელებს მოლაპარაკებებს იმ მესაკუთრეებთან, რომლებმაც წინა ხელისუფლების პერიოდში მოახერხეს და საკუთრებაში დაირეგისტრირეს ტყეში მდებარე ნაკვეთები. ეს ტერიტორია დაუბრუნდება დიღმის ტყე-პარკს და შესაბამისად ქალაქს.
ასეა ეს…
ასევე, მადლობა იმ აქტივისტებს, რომლებიც წლებია იბრძვიან ტყე-პარკის შენარჩუნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მართლა არ მესმის რატომ უნდათ კიას ცენტრი იდგეს, ორანჟერეის ნაცვლად” – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.