LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმასკომმა ვაისი დაამტკიცა: რა პირობებს დათანხმდა ახალი მწვრთნელი

31

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ვაისი დაამტკიცა.

ვლადიმერ ვაისი დათანხმდა კონტრაქტის ბონუსის სისტემით გაფორმებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი დასახული მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ფიქსირებულთან ერთად, ბონუსით განსაზღვრულ ანაზღაურებას მიიღებს. ვლადიმირ ვაისის ანაზღაურება უფრო მცირე იქნება, ვიდრე ყოფილი მწვრთნელ კახა ცხადაძის.

ვლადიმირ ვაისსთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პროგრამა მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაისახა.

ამასთან, როგორც ნაკრების აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის კახა ცხადაძის ადვოკატმა განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციამ მიაღწია ცხადაძესთან და მის სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებას კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე.
კონტრაქტის გაწყვეტის პირობებთან დაკავშირებით მხარეები მოგვიანებით დეტალურად იმსჯელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები