LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღმერთებდა, ალბათ კარანტინის ბრალია“: რატომ დაჭრა პოლიციის ექს-შეფმა მეუღლე

764
კარანტინი

28 აპრილს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა და­ვით ცი­ნა­რი­ძემ სა­კუ­თარ მე­უღ­ლეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა. ცინარიძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უკვე  და­ა­კა­ვეს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ცი­ნა­რი­ძის სა­ხე­ლი და გვა­რი პირ­ვე­ლად 2015 წლის და­სა­წყის­ში გა­ი­გო, როცა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მთა­ვა­რ თემად ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი იქცა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2015 წელს ვიდეო გაავრცელა. კადრებში ჩანდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი საგზაო წესების დარღვევისთვის მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილს აჩერებს, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსს დავით ცინარიძეს ურეკავს და მას ჯარიმის აცილებას სთხოვს.

"ცოლს აღმერთებდა... მაგრამ ამ კარანტინში ალბათ კარგად გაიცნეს ერთმანეთი" - ეკა ყურშიტაშვილის კომენტარი ცინარიძის დაკავებაზე

მოგვიანებით ეკა ყუშიტაშვილმა განმარტა, რომ ის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებს რეალურად არ იცნობს.

მისივე თქმით, ის ტყუილს ამბობდა ამ ვიდეოში.

5 წლის წინ ეკა ყუშიტაშვილთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, დავით ცინარიძეს მეუღლე მანანა ბოლოთაშვილი ბოლომდე დაუდგა გვერდით:

“მილიონში ერთადერთი და განუმეორებელი ხარ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა”, – წერდა მაშინ და­ვით ცი­ნა­რი­ძის მეუღლე. მათ ოჯახი 15 წლის წინ შექმნეს. წყვილს 3 შვილი ჰყავს – 2 ქალიშვილი და 1 ვაჟი.

ეკა ყუშიტაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ცინარიძესთან წლებია ურთიერთობა აღარ აქვს.

მომხდარს ის კარანტინს უკავშირებს.

„ალბათ კარანტინში უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, თორემ ერთმანეთს აღმერთებდნენ“, – ამბობს ყუშიტაშვილი “ამბებთან” ინტერვიუში.

ცნობისათვის, დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g