LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოაჩინე შენი სტილი Miss Selfridge-ში

291

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Miss Selfridge-ში! ბრენდი ინდივიდუალებისთვის, მოდის მოყვარულთა და გემოვნებიანთათვის, მათთვის, ვისაც სურს, მიჰყვებოდეს თანამედროვე ჩაცმის სტილსა და მოდის ტენდეციებს.

ნებისმიერი გოგონა სახლიდან გასვლის წინ ფიქრობს, რა ჩაიცვას, როგორ გამოხატოს საკუთარი სტილის უნიკალურობა ისე, რომ არ გადაუხვიოს მოდის მოთხოვნებს.

Miss Selfridge-მა ითანამშრომლა ბლოგერ თათია აბრამიშვილთან, რომელიც წარმოგიდგენთ საგაზაფხულო – საზაფხულო კოლექციას, ის შეეცდება, დაგეხმაროთ ლუქების სწორ შერჩევაში. მოდით დავიწყოთ:

Untitled

ერთი და იგივე პრინტების კომბინაცია (ე.წ. Matchy  Sets)

Co-ords ჯერ კიდევ წლების წინ გამოირჩეოდა და წელსაც ინარჩუნებს აქტუალურობას. Miss Selfridge გირჩევთ გაამრავალფეროვნოთ თქვენი გარდერობი აღნიშნული Must Have – ით, რადგან ისინი ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია, განსაკუთრებით ზაფხულში.

მაშინ, როცა გეჩქარებათ და არ გაქვთ დიდი დრო, რომ იფიქროთ, რომელი ტანსაცმელი შეუხამოთ ერთმანეთს, Co-ords არის საუკეთესო გამოსავალი – გამოიყურებით გამორჩეულად, ამასთანავე, უმარტივესი ხერხებით

Screenshot_4

Screenshot_3

შავი კომბინეზონი და თასმებიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები:

კომბინეზონები 2016 წლის ზაფხულის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდია მაქსი კაბებთან ერთად. კომბინეზონის  ჩაცმის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება შეხამებულ ფეხსაცმელებს და სხვა აქსესუარებს,  რადგან თავისუფლად შესაძლებელია, კლასიკური ლუქი გარდაქმნათ casual-ად, ანუ უფრო ყოველდღიურად. კომბინეზონები 70-იანი წლების გადმონაშთია, თუმცა ის წელსაც არ კარგავს აქტუალურობას. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, მოირგეთ თქვენთვის სასურველი სტილის, ფერის, სიგრძის კომბინეზონი და იყავით თავდაჯერებულნი.

Screenshot_5

კომბინეზონი და ტყავის ქურთუკი

ტყავის ქურთუკი ასოცირდება გარდამავალ სეზონებთან, ძირითადად, გაზაფხულსა და შემოდგომასთან. ასე რომ, სანამ ცხელი ზაფხული დამდგარა, ჯერ კიდევ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ დროით და ხშირად ჩავიცვათ ან მოვიცვათ შავი ტყავის ქურთუი ნებისმიერ შერჩეულ ლუქთან.

Untitled

Untitled

მეტი ზოლი, მეტი ხელოვნება

ზოლები – ალბათ ყველასთვის საყვარელი პრინტი, რომელსაც ვხედავთ წლის ნებისმიერ სეზონზე. მოირგეთ ზოლებიანი პერანგი ჯინსებთან და იგძენით თვისუფლება მთელი დღის მანძილზე. გნებავთ გაატაროთ ვიქენდი ზგვის პირას? მაშინ Miss Selfridge გირჩევთ ხელს გააყოლოთ ზოლებიანი პერანგი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის შეგიძლიათ ჩაიცვათ მხოლოდ წვეულებებზე მეგობრებთან ერთად და არა ოფიციალურ შეხვედრებზე. განსაკუთრებით კარგი კომბინაციაა ჯინსი (მაგალითად, BOYFRIEND) ზოლიან პერანგებთან და თასმებიან დაბალძირიან ფეხსაცმელებთან ერთად – შეიძლება, მარტივად ჯღერს, თუმცა თქვენ აუცილებლად მოექცევით ყურადების ცენტრში.

Untitled

Untitled

Untitled

 

ფართოტოტებიანი შარვლები და მეტი კომფორტი

გაგიკვირდებათ და ფართოტოტებიანი შარვლები დაბრუნდა ჩვენს რეალობაში. თითქმის ყველა დიზაინერის კოლექციაში იპოვით ამ მოდელს, თუმცა ჯერ-ჯერობით არც თუ ისე ბევრს შეხვდებით საქართველოში ისეთს, რომელმაც გარისკა მისი ჩაცმა. ალბათ, იმიტომ, რომ ყველამ არ იცის, რასთან შეიძლება ჩაიცვა ანდა რას შეიძლება შეუხამო იგი. ფართოტოტებიან შარვალს ძალიან უხდება თავისუფალი მოკლე ბლუზები ანდა თუნდაც მოკლე ტოპი, მთავარია, მატერიები და ფერთა გამებები მთლიანობაში ქმნიდეს დახვეწილ ლუქს. გირჩევთ, გარისკოთ ამ ზაფხულს და იყოთ გამორჩეულნი ყველასგან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები