ასაკოვანი ბრაზილიელი ქალის ახლობლებმა განაცხადეს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია და აპირებენ განაცხადის შეტანას გინესის რეკორდების წიგნში. ამის შესახებ Need To Know (NTK) წერს.
დეოლირა გლიცერია პედრო და სილვას ახლობლების თქმით, ქალაქ იტაპერუნიდან, მას 10 მარტს 120 წელი შეუსრულდა. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ამჟამად 116 წლის ბრაზილიელი მონაზონი ინა კანაბარო ლუკასია. ითვლება, რომ იგი დაიბადა 1908 წლის 8 ივნისს. თუმცა, და სილვას ნათესავებმა აღმოაჩინეს მისი დაბადების მოწმობა, რომელშიც მითითებულია მისი დაბადების თარიღი 1905 წლის 10 მარტი.
„ჩვენ უკვე გვაქვს დაბადების მოწმობა, რომელიც ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტია. ველოდებით კიდევ ერთ ფურცელს ოფიციალური განაცხადის წარსადგენად“, – თქვა სუპერასწლოვანის პირადმა ექიმმა, დე აბრეუმ.

