ამბობენ რომ ქვეყნის ისტორიისა და კულტურის აღმოსაჩენად საუკეთესო საშუალებაა პატარა ქალაქებისა და სოფლების მონახულება. იქ სულ სხვა გარემოა,განსაკუთრებით თუ ეს ადგილები გამორჩეულია თავისი სანახაობებითა და სილამაზით. „ბონ ვოიაჟი“-ის ფარგლებში ჩვენი ვირტუალური ტურები გრძელდება, და ამჯერად ევროპის ფერადი სოფლების დასათვალიერებლად გიწვევთ:
ჰალშტატი-ავსტრია
მე-19 საუკუნემდე, ჰალშტატის ხილვა, ჰალშტატის ტბის ხედით, შესაძლებელი იყო მხოლოდ ნავით ან მთის ბილიკით. დღესდღეობით კი ეს პოპულარული ტურისტული ადგილი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მოქმედი ტბისპირა სოფელია დაახლოებით 800 მაცხოვრებლით. ფერადი და ულამაზესი სოფელი სანახაობასაც ბევრს გთავაზობთ: აკლდამა მიწისქვეშა – მავზოლეუმში,სადაც 1200-ზე მეტი თავის ქალა ინახება,სალზველტენი უძველესი მარილის მაღარო მსოფლიოში,საოცარი გასეირნება ტბაზე,რომელსაც გირჩევთ საღამოს რადგან საოცარი ფერების ხილვას შეძლებთ,ადრენალინის მოყვარულთათვის თორების პარკი ნამდვილად შესაფერისია. კიდევ ერთი ლამაზი ნაგებობაა კალვარიენბერგის ეკლესია,მოსანახულებელ სიაში ასევე ჰალშტატის მუზეუმიც შეიყვანეთ.შთამბეჭდავი ფოტოებისთვის კი ეწვიეთ ტბაზე ჰაერში დაკიდებულ 360 მეტრიან ხიდს.
ბიბური – ინგლისი
ბიბური ერთ-ერთი გამორჩეული ფერწერული და ყველაზე ძველი დასახლებაა – სწორედ ამ სოფელში მიმდინარეობდა ფილმის „ბრიჯიტ ჯონსის დღიურების“ გადაღება.
ბიბური ცნობილია თავისი ვიწრო ქუჩებით, ტრადიციული ინგლისური სახლებითა და უძველესი არქიტექტურით.
მე-19 საუკუნეში ინგლისელმა პოეტმა და მხატვარმა სოფელს უწოდა ყველაზე ლამაზი ინგლისში. აღსანიშნავია,რომ სწორედ ბიბურის ერთ-ერთი ქუჩაა გამოსახული ბრიტანული პასპორტის გვერდზე.
აქ ძველად ყიდდნენ ძაფებს. თუმცა ამ ხელსაქმით ახლა არავინ არის დაკავებული. მქარგველთა სახლები ხელუხლებელია, ქვის კოტეჯები ისევ ისეა, როგორც საუკუნეების წინ და არავის მოსვლია აზრად, აქ რამე შეეცვალა. ბიბურში ფეხით სეირნობის გარდა, დამსვენებლებს სანახავი კიდევ ბევრი რამ აქვთ. მათ შეუძლიათ ძველი თევზის მეურნეობის მონახულება. გაისეირნეთ მდინარის სანაპიროზე სადაც ასევე განთავსებულია ძალიან ცნობილი და ერთ-ერთი რომანტიკული სასტუმრო. ნამდვილად ღირს ამ ადგილის აღმოჩენა რომელიც არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ულამაზესი სოფლების სიაშიც შედის.
მანაროლა-იტალია
მანაროლა პატარა სოფელია იტალიის ჩინკე ტერეს რეგიონში, ცნობილი ფერადი სახლებით კლდეებზე, რომლებიც ნავსადგურს და კრიალა ცისფერ წყალს გადმოჰყურებენ. ზღვის დონიდან 70 მეტრზე მდებარე დასახლება ფავორიტია მათთვის, ვისაც მზე, ზეთისხილი და თეთრი ღვინო უყვარს. საოცარი ნავსადგური და არაჩვეულებრივი თევზის რესტორანი მნახველის აღფრთოვანებას იწვევს.ისტორიის მოყვარულები უნდა ეწვიოთ გოტიკურ სან-ლორენცოს ეკლესიას, რომელიც მე-14 საუკუნეში ააგეს. ჩინკე ტერეს ეს ტერიტორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილია როგორც „კულტურული ლანდშაფტი” მისი მაღალი ღირებულების გამო. მანაროლაზე მოსახვედრად ყველაზე ხელსაყრელი აეროპორტები მილანის მალპენზა და პიზას გალილეო გალილეის საერთაშორისო აეროპორტი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსება, რაც ამ დაბას გააჩნია, ესაა მანქანების არარსებობა. ერთადერთი გადაადგილების საშუალება, რასაც აქ შეხვდებით, მომცრო ზომის ავტობუსია, რომელსაც მგზავრები პარკიდან ცენტრამდე გადაჰყავს. მანაროლა დანარჩენ სოფლებს ბილიკებით და საცალფეხო ვიწრო გზებით უკავშირდება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიუყვება. ასევე შესაძლოა ბორანით ან ნავით გასეირნება.
კოლმარი, საფრანგეთი
კოლმარი ელზასის ერთ-ერთი ულამაზესი დასახლებაა. ძველებური ქუჩები, ლამაზი პატარ სახლები განუმეორებელ შთაბეჭდილებებს ტოვებენ. ეს ქალაქი ღვინის ქალაქად ითვლება. კოლმარში მისვლა ყველაზე მოსახერხებელია ავტობუსით სტასბურგიდან. კოლმარი გერმანიისსაზღვართან მდებარეობს და აქ ორი ქვეყნის კულტურის შერწყმაც იგრძნობა. ის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა. ადვილად მოხვდებით გერმანიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან. ფერადი სახლებით მოკირწყლულ ძველ ქუჩებში სეირნობა აქაურობის ყველაზე დიდი ხიბლია. მოინახულეთ ანტერლინდენის მუზეუმი მე-13 საუკუნის ულამაზეს შენობაში მდებარე გამორჩეული სანახაობა. პოპულარული და საოცარია ფისტერის სახლი,რომელიც რენესანსის არქიტექტურის სტილს წარმოადგენს. ის 1537 წელს ააგეს და შთამბეჭდავი ბიბლიური ნახატებითაა გაფორმებული. მას კოლმარის ერთგვარ სიმბოლოს უწოდებენ, ასევე კოიფჰასის სახლი,რომელიც შუასაუკუნოვანი შენობაა მისი მწვანე კერამიკის ფილებით სახურავზე. ის ერთ-ერთი უძველესი სახლია სოფელში. სანახაობათა სიაშია წმინდა მარტინის ეკლესია და ადოლფის სახლი. აქვეა ულამაზესი პატარა ორი სოფელიც ეგუშეიმი და კაისერსბერგი.
ლაუტერბრუნენი-შვეიცარია
ლაუტერბრუნენი არის იდილიური სოფელი, რომელიც მდებარეობს შვეიცარიის ალპებში, წარმოუდგენლად ლამაზ ხეობაში. თოვლიანი მწვერვალები, მაღალმთიანი ჩანჩქერები და უხეში ხეობები, სადაც შეგიძლიათ იხილოთ თვალწარმტაცი ხედები. გაუდაბნოებული სოფელი მთელი წლის მანძილზე პოპულარულია. პარაპლანით ფრენა,ლაშქრობა, ჩანჩქერზე გასეირნება და საოცარი მწვერვალებიდან მზის ჩასვლის ხილვა აქაურობის სავიზიტო ბარათია.
ჩელსკი კრუმლოვი-ჩეხეთი
ჩესკი-კრუმლოვი პატარა ქალაქია ჩეხეთში, სამხრეთ ბოჰემიის რეგიონში. ცნობილია თავის დახვეწილი არქიტექტურითა და ხელოვნებით, რომელიც ძველ, ისტორიულ, ჩესკი-კრუმლოვის ციხესიმაგრის ქალაქს მიეკუთვნება. 1992 წლიდან, ქალაქის ძველი ნაწილი პრაღის ციხესიმაგრეების რაიონთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ის მართლაც მისალოცი ბარათიდან გადმოსულ სოფელს მოგაგონებთ. ქვაფენილიანი ქუჩები, სახლები ნარინჯისფერი სახურავებით და ფერადად შეღებილი ფასადებით, წმ. ვიტუსის ეკლესია,ცნობილი ქვის ხიდი,რომელიც სასახლესთან დამაკავშირებელია,რომლის მშენებლობას 100 წელი მოანდომეს საოცარი სანახაობაა,ციხესიმაგრე,რომელიც აქ არის ქვეყნაში სიდიდით მეორეა. 150 საფეხურის ავლის შემდეგ თქვნს წინ ულამაზესი პანორამული ხედი გადაიშლება. საოცარია ლატრანის სახლები ლატრანის გამზირზე,მინორიტების მონასტერი და ზღაპრული გასეირნება ამ ხედებს შორით კანოეთი მდინარეზე. ეს ყველაფერი დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდებათ. არ გამოტოვოთ ასევე შეიდელის ფოტოატელიის მუზეუმი და გამორჩეული ჰლუბოკას თეთრი ციხესიმაგრე.
ოია-საბერძნეთი
მშვიდი დასვენებისთვის გამორჩეულია სანაპირო სოფელი სანტორინიზე – ოია. ოია არამხოლოდ საბერძნეთში, არამედ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია, საიდანაც მზის ჩასვლა შეუდარებლად ლამაზია.
სანტორინის მთავარი აქტივობაა კალდერას კიდეზე გასეირნება და თვალწარმტაცი ხედებით ტკბობაა. მოინახულეთ პრეისტორიული თერას მუზეუმი.
რეინი-შვეიცარია
რეინი თავისი მომხიბვლელობით ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს იზიდავს. ეს პატარა სათევზაო სოფელი წყნარი წყლით და მთებითაა გარშემორტყმული. სოფლის ყოველი კუთხიდან უზარმაზარ კლდეს მოკრავთ თვალს, რომელიც თითქოს ოკეანიდან წამოიზარდა და გარემოს მისტიკური ელფერი შესძინა. რეინი შედგება რამდენიმე პატარა კუნძულისგან, რომლებიც დაკავშირებულია ხიდებით.ნავით გასეირნება რეინეფიორდენზე არის სანახაობრივი გზა რეინისა და მისი მიმდებარე ლანდშაფტის აღსაქმელად. სოფელი უზარმაზარი შთაგონება იყო მხატვრებისთვის და ფილმებისთვის, როგორიცაა დისნეის ანიმაცია გაყინულისთვის.