LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღმოჩნდა, რომ არის რეციდივი, მეტასტაზური, მეორედ გავდივარ ამ გზას… მამაც სიმსივნით არის გარდაცვლილი, დედაც ახლახან ასე… გვეგონა ფილტვი, რადგან ჩემი ძმა იმ მომენტში ფილტვის სიმსივნის რთულ სტადიას გადიოდა“ – ნატო მეტონიძე კიბოს დიაგნოზსა და მკურნალობაზე

5754
ნატო მეტონიძე

კოტე მათითაშვილის პოდკასტის – „კოტcast“-ის გასული ეპიზოდის სტუმარი მომღერალი ნატო მეტონიძე იყო.

„დიახ [ძუძუს კიბო დავამარცხე] და ახლა უკვე მეორედ გავდივარ ამას… უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი… გგონია, არასოდეს შენ არ დაგემართება…“: სიმსივნესთან ბრძოლის მძიმე წუთები – ემოციური ინტერვიუ ნატო მეტონიძესთან

„ვარ­დის­ფე­რი ოქ­ტომ­ბრის“ [ძუძუს კიბოსთან ბრძოლის გლობალური თვე] ფარგლებში, პოდკასტი აღნიშნულ თემას მიეძღვნა.

როგორც მომღერალმა პოდკასტში აღნიშნა, მან სიმსივნე ერთხელ უკვე დაამარცხა, ახლა კი ამ გზას კიდევ ერთხელ გადის. ნატო მეტონიძის თქმით, დაავადება სამი წლის წინ, მე­ტას­ტა­ზუ­რი ფორ­მით და­უბ­რუნ­და.

„ახლა მეორედ გავდივარ ამ გზას. კლასიკური ვარიანტია – გგონია, შენ არასოდეს დაგემართება, ცოტა ხანს ვერ აცნობიერებ, მაგრამ მერე გიწევს.

პირველად, დიაგნოზის შესახებ 2011 წელს გავიგე, სარკეში აღმოვაჩინე, თვალსაჩინო იყო. ექიმს მივაკითხე. ოპერაცია ავსტრიაში გავიკეთე, სხივური თერაპიაც იქ ჩავიტარე. აღმოჩნდა, რომ დაავადება ძალიან კარგ ეტაპზე აღმოვაჩინეთ. ამ დაავადებასთან ბრძოლა თუ გიწევს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიაკითხო სპეციალისტს. ამ დროს ბევრად მარტივია აქედან თავის დაღწევა და გზაც, რასაც გადიხარ, ისიც ბევრად მარტივია…

[როდესაც გავიგე] სა­ში­ნე­ლი შიში იყო, ძა­ლი­ან ცუდი პროგ­ნო­ზე­ბი მოგ­დის თავ­ში, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა…

თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ვი­კე­თე ოპე­რა­ცია, მორ­ფო­ლო­გი­ის პა­სუ­ხი რომ მო­ვი­და, აღ­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი სტა­დია. ამის გამო, ქი­მია არ დამ­ჭირ­და, მხო­ლოდ სხი­ვუ­რი და ჰორ­მო­ნო თე­რა­პია დამ­ჭირ­და. შემ­დეგ ექვს თვე­ში ერთხელ შე­მოწ­მე­ბა­ზე დავ­დი­ო­დი, შემ­დეგ წე­ლი­წად­ში ერთხელ. მა­მაც სიმ­სივ­ნით არის გარ­დაც­ვლი­ლი, დე­დაც ახ­ლა­ხან ასე…

ხუთი წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად დამ­ჭირ­და ოპე­რა­ცია, გვერ­დი­თი სა­ჭი­რო­ე­ბა გაჩ­ნდა, კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია დამ­ჭირ­და. ით­ვლე­ბა, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ვას­რუ­ლე ხუთი წელი ჰორ­მო­ნოთე­რა­პი­ის. თუმ­ცა მა­შინ მი­თხრეს, რომ თუ ამას გა­ვაგ­რძე­ლებ­დი, მე­ტად და­ზღვე­უ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, რვა ან ათი წელი. ექიმ­მა მი­თხრა, რომ თუ თქვენ ხში­რად გა­ი­კონ­ტრო­ლებთ, შე­გიძ­ლი­ათ შე­წყვი­ტოთ თე­რა­პია. ძა­ლი­ან გულ­მოდ­გი­ნედ ვი­კე­თებ­დი წე­ლი­წად­ში ერთხელ. ერთ-ერთი სკრი­ნინ­გის დროს, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­კე­თე და დედა გახ­და იმ დროს ავად და მა­ინც და მა­ინც გულ-მკერ­დის რენტგე­ნი არ გა­ვი­კე­თე. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­კე­თე და ეს ერთ კვი­რა­ში დავ­გეგ­მე, მერე რა­ღაც­ნა­ი­რად მი­მა­ვი­წყდა. სამი წლის წინ, მე­ო­რედ აღ­მოჩ­ნდა ეს პრობ­ლე­მა. დე­დას წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და და სჭირ­დე­ბო­და ჩემი ყუ­რა­დღე­ბა…

მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში რომ მი­ვე­დი, აღ­მოჩ­ნდა რომ არის რე­ცი­დი­ვი, მე­ტას­ტა­ზუ­რი, ფილ­ტვზე საკ­მა­ოდ მოზ­რდი­ლი და კის­რის მა­ლა­ზეც. არც მი­ფიქ­რია, რომ ეს შე­იძ­ლე­ბო­და კი­დევ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. მინ­და, რომ ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რი ვიყო სა­უბ­რის დროს, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად მა­ინც ვღე­ლავ.

არც მი­ფიქ­რია აქე­დან წას­ვლა. მი­ვა­კითხე ნია შა­რი­ქა­ძეს, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტში ჩემი ძმის მკურ­ნა­ლი იყო. ალ­ბათ არის რა­ღაც გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა ოჯახ­ში. ნიამ მი­თხრა, არ მჭირ­დე­ბა მე ოჯა­ხი­დან ორი პა­ცი­ენ­ტიო… ათი დღე იყო ყვე­ლა­ზე მძი­მედ გა­და­სა­ტა­ნი, რად­გან დიდი მე­ტას­ტა­ზი­დან ბი­ოფ­სია დამ­ჭირ­და. გვე­გო­ნა ფილ­ტვი, რად­გან ჩემი ძმა იმ მო­მენ­ტში ფილ­ტვის სიმ­სივ­ნის რთულ სტა­ტი­ას გა­დი­ო­და. ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ.

ამ შემ­თხვე­ვა­შიც მო­ვი­და ის პა­სუ­ხი, რომ რაც შე­იძ­ლე­ბო­და ამ შემ­თხვე­ვა­ში უკე­თე­სი იყოს და აღ­მოჩ­ნდა, ისევ მკერ­დის თემა. ამ გზა­ზე ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ლიზა იყო, რო­მე­ლიც გვერ­დი­დან არ მომ­ცი­ლე­ბია…

ხან­და­ხან სი­სუს­ტე მაქვს, თუმ­ცა ჩემ­ზე უფრო მძი­მედ არი­ან ამ პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბის ფონ­ზე. რო­დე­საც კურსს ვამ­თავ­რებ და ვის­ვე­ნებ შემ­დეგ კურ­სამ­დე, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეს ერთი კვი­რაა, ყვე­ლა­ზე სუს­ტად ამ დროს ვარ და შემ­დეგ რო­დე­საც ვაგ­რძე­ლებ, უფრო აქ­ტი­უ­რი ვარ. ამ წამ­ლებ­თან ერ­თად ექი­მი გი­წერს გეგ­მას, რა უნდა იკონ­ტრო­ლო. ფურ­ცელს რომ დავ­ხე­დე მივ­ხვდი, რომ ახა­ლი საქ­მე მაქვს, რო­მე­ლიც მე უნდა გა­ვა­კე­თო. ჩვენ ყო­ველ­თვე ვი­კე­თებ სის­ხლის სხვა­დას­ხვა ანა­ლიზს და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი პა­სუ­ხი, უკვე ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

დე­დე­ბო, თქვენს შვი­ლებს სჭირ­დე­ბით ჯან­მრთე­ლი, ნუ იქ­ნე­ბით ეგო­ის­ტე­ბი, ვი­ცით, რომ გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და ეს ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ი­ტა­რეთ სკრი­ნინ­გი“, – ამბობს ნატო მეტონიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g