ტელესახე და მსახიობი, შორენა ბეგაშვილი ნიუ-იორკში მოგზაურობას განაგრძობს.
„აღმოჩნდა, რომ ყველა ადგილი ვიცი ფოტოებით და ფილმებით…“ – წერს შორენა სოციალურ ქსელში და მოგზაურობის ამსახველ ულამაზეს კადრებს უზიარებს თავის გამომწერებს.
„რა მაგარია, როცა არსებობს ადამიანი, ვინც გჩუქნის უზომო ბედნიერებას!“ – ნიუ-იორკში შორენა ბეგაშვილის ბანერი გამოჩნდა
„დარწმუნებული ვარ, როცა გიყურებს ასეთ ბედნიერს, თავად უფრო ბედნიერია“
ტელესახე ყვითელ კაბაში შესანიშნავად გამოიყურება.
„რა ლამაზი კაბა გაცვიათ, თქვენც ლამაზი ხართ… ულამაზესი ხარ…“ – წერენ სოციალურ ქსელში შორენას გამომწერები.
ცნობისთვის, მსახიობი და ტელესახე, შორენა ბეგაშვილი რამდენიმე დღეა ნიუ-იორკში იმყოფება.
მოგზაურობით აღფრთოვანებული შორენა კადრებს აზიარებს, სადაც ჩანს, როგორ სეირნობს ნიუ-იორკის ქუჩებში.