„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა“ დღეს, რუსთავში გამართულ განათლების რეგიონალურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უნივერსიტეტში არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ.
„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“ მსურველებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტრორო პროგრამებს სთავაზობს იურიდიული, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე; საერთაშორიო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, განათლების კვლევები და ადმინისტრირება, ადამიანური რესურსების მართვა და სამართლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამები ეს ის მიმართულებებია, სადაც „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ მომავალ სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ თანამედროვე პრაქტიკული ცოდნა, გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ უნივერსიტეტის პარტნიორ 70-ზე მეტ ორგანიზაციაში.
გამოფენაზე დამთვარიელებელთა განსაკუთრებული ყურადღება სახეზე და ხელზე ხატვის სახალისო პროცესმა მიიქცია. „კავშირი საქართველოს განვითარებისთვის“ მიერ ორგანიზებული გამოფენა ხვალ, თელავში გაგრძელდება 20 ნოემბერს ბათუმში დაიხურება.