LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოსავლეთის სარდლობის ათეულის დონის შეჯიბრებითი წვრთნა დასრულდა

329
აღმოსავლეთის სარდლობის ათეულის დონის შეჯიბრებითი წვრთნა დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის შეჯიბრებითი სწავლება საუკეთესო ქვეითი ათეულის გამოვლენაში სამი დღის განმავლობაში დღისა და ღამის პირობებში მიმდინარეობდა. აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების 8 ათეულმა 72 საათის განმავლობაში სხვადასხვა ტაქტიკური დავალება შეასრულა,  რაც მოიცავდა რთულ რელიეფზე ტაქტიკურ გადაადგილებას, საპატრულო ბაზის დაკავებასა და ოპერაციის განხორციელებას, ასევე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე იერიშის მიტანასა და ობიექტის დაკავებას.

დასკვნით ეტაპზე ქვეითი ათეულები მოწინააღმდეგის პოზიციის აღმოჩენაში, იერიშის მიტანასა და ობიექტის დაკავებაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. სიმულაციური სცენარის მიხედვით, მათ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით უპილოტო საფრენი აპარატებიც გამოიყენეს. რვა ათეულს შორის გამარჯვება მოიპოვა პირველი ქვეითი ბრიგადის მე-14 ბატალიონის ათეულმა. ქვედანაყოფის სამხედროები აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სერტიფიკატებით, კოინებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

შეჯიბრებითი სწავლება ათეულის დონის ქვედანაყოფებისთვის ტაქტიკური დავალებების შესრულებისას უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას ისახავდა მიზნად. შეჯიბრებითი სწავლება ინსტრუქტორ-მაკონტროლებლების დაკვირვებით მიმდინარეობდა და დადებითად შეფასდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g