LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოსავლეთში, არმიასთან „შეხვედრის“ შემდეგ 200-ზე მეტი რუსი დაიჭრა, 50 კი ლიკვიდირებულია: გენშტაბი

146
sddss.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში ბრძოლისას რუსმა ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს.

“არსებული ინფორმაციით, 20 აპრილს, ნოვოიდარის რაიონულ საავადმყოფოში შეიყვანეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჭრილი სამხედროები (დაახლოებით 220 ადამიანი) და 50-ზე მეტი ცხედარი”, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა რუსეთის 136-ე მოტომსროლელის ბრიგადის ტაქტიკურმა ჯგუფმაც, რომელიც კურახივის მიმართულებით მოქმედებდა. ოკუპანტებმა დაკარგეს 250-მდე ჯარისკაცი, 10-მდე რეაქტიული და საარტილერიო სისტემა.

magti 5g