LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოსავლური ქალების სილამაზის საიდუმლო

35
ადრენალინი

როგორც ვიცით, აღმოსავლეთის ქალები ყოველთვის გამოირჩევიან გრაციით და მოხდენილობით. თუ იცით რაშია მათი საიდუმლო? სწორედ აღმოსავლეთიდან მოდის ბრძნული გამონათქვამი „ის ხართ, რასაც ჭამთ“. იქ იციან ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საიდუმლო, ამიტომ არიან მუდამ ფორმაში. უმრავლესობა აქტიური, სიცოცხლით სავსე და მოხდენილია. დაგაინტერესდებოდათ ალბათ, თუ რა შედის აღმოსავლეთის ქვეყნების მცხოვრებთა რაციონში. პარკოსნები, რომლებიც სასარგებლო მცენარეული ცილების წყაროა. ბადრიჯანი, რომელიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. მწვანე ბარდა, რომელიც ცილას და მეტად აუცილებელ ამინომჟავებს შეიცავს. წიწაკა ჩილი, რომელიც ზედმეტ კალორიებს წვავს. ლიმონის ფოთლები, რომელიც მდიდარია C ვიტამინით და მოქმედებს როგორც ანტიმჟანგავი. დაფნა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე სასიკეთოდ მოქმედებს ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ხილის შაქარი, რომელიც ძალას მატებს და წონაში მატებას არ იწვევს. ქინძი, რომელიც ასევე ნივთიერებათა ცვლას აძლიერებს და ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას ეხმარება.

როგორც მოგეხსენებათ, ციტრუსების არომატული ნაყოფი ბევრს უყვარს. ის არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. შეიცავს ლიმონის მჟავას, C, A, P და B – ჯგუფის ვიტამინებს. ციტრუსი იმუნურ სისტემას აძლიერებს, კიბოს უჯრედების ზრდას აბრკოლებს და მათ განვითარებას სრულად ანეიტრალებს. დამტკიცებულია, რომ ლიმონის სურნელი ტვინის მუშაობაზე სასიკეთოდ მოქმედებს, ხოლო ლიმონიანი ჩაი გაციებისას ორგანიზმს ეხმარება და დიაბეტის დროს მდგომარეობას აუმჯობესებს. გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ ფორთოხლის წვენსა და ფორთოხლის კანზე დამზადებულ ნაყენს ვირუსებისა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ნიორი კერძების ერთ-ერთი განუყოფელი ინგრედიენტია. ის გემრიელი და სასარგებლოა, მაგრამ ერთადერთი ნაკლი აქვს: უსიამოვნო სუნი, თუმცა ეს არც ისეთი გადაუჭრელი პრობლემაა. თუ ნივრიანი კერძი მიირთვით და უსიამოვნო სუნის დათრგუნვა გსურთ, ოხრახუში მიიღეთ. კანგაუცლელ ნიორს არანაირი სუნი აქვს, მაგრამ როგორც კი კანისგან გავათავისუფლებთ მძაფრი სუნი მაშინვე ცხვირში გვეცემა. ეს, ნივთიერება ალიცინის დამსახურებაა, რომელსაც ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევენ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ალიცინი გულსა და სისხლ-ძარღვებს ნორმალურ მუშაობაში ეხმარება, დაბლა წევს არტერიულ წნევას, სისხლში ცხიმების შემადგენლობას არეგულირებს, აძლიერებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, ასევე გვიცავს კიბოსგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები