როგორ ვრცელდებიან პარაზიტები ადამიანის ორგანიზმში და როგორია სიმპტომები, რომლებიც მათ არსებობაზე მიუთითებს? – პარაზიტოლოგი, მანანა მურუსიძე „პირველი არხის“ გადაცემაში, „ექიმის რჩევები“ ამბობს, რომ ნებისმიერი პარაზიტული დაავადება საყურადღებოა.
სპეციალისტი დეტალურად ხსნის სიმპტომებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში პარაზიტების არსებობაზე მიუთითებს:
„მეტად საყურადღებოა ნებისმიერი პარაზიტული დაავადება, თუმცა გამოვყოფ მალარიას. (საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადდა)
ასევე ძალიან საყურადღებოა ლეიშმანიოზი, რომლის შემთხვევები საქართველოში გვხვდება და საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს, ასევე ერთ-ერთია ამებიაზი, რომლის აფეთქება იყო თბილისში გასულ საუკუნეში და ასევე ჰელმითებით გამოწვეული, რომელიც ხშირად გვხვდება.
ასევე, ენტერობიოზით გამოწვეული დაავადება, ეს არის ასკარიტოზი, ფასციოლოზი – აღნიშნული დაავადებები საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს.
ადამიანი ძირითადად შეიძლება ამ პარაზიტებით დაავადდეს დაუბანელი ხელებით. პარაზიტები გადადის არასაკმარისად გარეცხილი მწვანილით, ბოსტნეულით, ხილით ასევე არასწორად დამუშავებული ხორციდან, რაც იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.
მნიშვნელოვანია ენტერო-ბიო, რომელიც ბავშვებში ხშირად გვხვდება და ძალიან საყურადღებოა ის, რომ ეს პარაზიტი გამოყოფს დიდი რაოდენობით კვერცხებს რაც იმას ნიშნავს, რომ გადადების ალბათობა დიდია.
ნაწლავურ პარაზიტებს ძირითადად ახასიათებს მუცლის ტკივილი, ზოგადი სისუსტე პერიანალური ქავილი, მოუსვენრობა და უძილობა…“. – ამბობს პარაზიტოლოგი.
როგორ ვრცელდებიან პარაზიტები ადამიანის ორგანიზმში და სიმპტომები, რომლებიც მათ არსებობაზე მიუთითებს ვრცლად: https://1tv.ge/video/parazitebi-da-parazituli-infeqciebi/
Posted by ახალი დღე • 1tv.ge on სამშაბათი, 01 ივლისი, 2025