კარდიოლოგი, პროფესორი ზურაბ ფაღავა, თბილისის მერის კახა კალაძის დიაგოზს აზუსტებს. მისი თქმით, ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი დედაქალაქის მერს არ დაუდასტურდა. როგორც ექიმი განმარტავს, ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა.
როგორც ექიმი აბობს, კახა კალაძის დიაგნოზი დაზუსტდა და სახეზეა ვესტიბულოპათია.
“სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია.
ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით”, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.
კარდიოლოგის თქმით, კახა კალაძე თავს ამჟამად უკეთესად გრძნობს, მას უტარდება დამატებითი კვლევები, აგრძელებს მკურნალობას და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.