LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღნიშნული გადაწყვეტილება უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა“ – კახა კალაძე ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსებაზე

195
Untitled design (9)

აღნიშნული გადაწყვეტილება შემაშფოთებელი და მძიმეა – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა განთავსდება“.

„არ გავცნობივარ განცხადებას თუმცა, თუ მართლა ასეა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა.

იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან.

მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას,“– განაცხადა კახა კალაძემ.

„ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო – საზღვაო ფლოტის ბაზა განთავსდება“ – ასლან ბჟანია

ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო – საზღვაო ფლოტის განთავსებასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოითქვა ჩვენი ქვეყნის საგარეო უწყებაშიც. 

„შეშფოთებას გამოვთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ.

მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.

საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია,“ – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

mazda magti 5g