გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილეებთან რამაზ ბუდაღაშვილთან, ფუად მირზოევთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, აშენდა 120 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა, მოწესრიგდება შიდა სივრცეები, მოპირკეთდა ფასადი, მოეწყო კიბეები, სველი წერტილები, წყლისა და წყალარინების სისტემები. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ორი სოფლის მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას სოფლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში ისარგებლონ მუნიციპალური სერვისებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სამუშაოების ღირებულება 164 000 ლარს აღემატება.