LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღვადგინოთ ურთიერთობები, არ არის დაგვიანებული, ოღონდ ნორმალურად და არა თითის ქნევით” – უცნობი აშშ-ს მიმართავს

190
გია გაჩეჩილაძე აშშ-ს მიმართავს

მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე [უცნობი] საკუთარ გადაცემაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებს გამოეხმაურა.

გია გაჩეჩილაძის თქმით, „დღეს ყველა ნორმალური, გულანთებული ქართველი თავისი ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების სათავეში უნდა იდგეს“.

გია გაჩეჩილაძემ ვენეციის კომისიის დასკვნასა და კონგრესმენების განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება და აშშ-თან ურთიერთობების აღდგენაზეც ისაუბრა:

„ეს არ არის „ნაცების“ და „ქოცების“ [საკითხი], პარტიულზე ძალიან ზემოთ არის „პლანკა“ აწეული.

ვფიცავარ ყველაფერს, აქ, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების სათავეში სულ რომ სააკაშვილი იდგეს, მაგის გვერდით ვიდგებოდი.

დღეს ყველა ნორმალური, გულანთებული ქართველი თავისი ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების სათავეში უნდა იდგეს და არავითარ შემთხვევაში, „იმან ის თქვა“ და „ამან ის თქვა“.

ისინი იძახიან იმას, რაც მათი ქვეყნისა და მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეა, გინდა ვენეციის კომისია იყოს, გინდა ის, კონგრესმენი, წინაპირობებს რომ გვიყენებდა. გაეკეთებინათ აქამდე და გააკეთონ ახლა, არ არის დაგვიანებული, აღვადგინოთ ურთიერთობები, ოღონდ ნორმალურად, როგორც მეგობრობას და პარტნიორობას შეეფერება და არა თითის ქნევით – „შენ ამას მიიღებ“. ყველას ვჭირდებით და ახლა დამტკიცდა“, – თქვა გია გაჩეჩილაძემ.

დღეს ყველა ნორმალური ქართველი უნდა იდგეს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში

დღეს ყველა ნორმალური ქართველი უნდა იდგეს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში | უცნობი

Posted by აი უცნობი • i ucnobi on ხუთშაბათი, 23 მაისი, 2024

პოპულარულები