LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Agile Spirit 2025-ის ფარგლებში, სამეთაურო-საშტაბო და საველე წვრთნები ჩატარდა 

371
Untitled design

საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2025 სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„წვრთნები კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდა. სიმულაციური სწავლებისას გამოყენებული იყო კომპიუტერული სისტემა (JCATS). ზემდგომ შტაბს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია მართავდა, ხოლო საწვრთნელ აუდიტორიას დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის შტაბი წარმოადგენდა.

სწავლების საველე კომპონენტი ნორიოს საწვრთნელ არეალში განხორციელდა. მე-2 ქვეითი ბრიგადის შტაბის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, ამერიკელმა სამხედროებმა თავდაცვითი ოპერაცია განახორციელეს. შეტევაში საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) პირადი შემადგენლობა გამთამაშებლების დემო ჯგუფის სახით იყო ჩართული.

სწავლებაში საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) საბრძოლო ტექნიკამ, ასევე აშშ-ის საფრენმა აპარატებმა და ჰამერებმა მიიღეს მონაწილეობა. საველე კომპონენტის ფარგლებში, პირველად მიმდინარეობს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ვალიდაცია.

CTC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლები ამერიკულ ქვედანაყოფს დააკვირდნენ. თავის მხრივ, CTC-ის ინსტრუქტორებს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის ინსტრუქტორთა ჯგუფი აკვირდებოდა, რომელიც შემდგომში საბრძოლო მომზადების ცენტრისთვის (CTC) ვალიდაციის მინიჭებაზეა პასუხისმგებელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g