აგრესიულობა თანდაყოლილია თუ შეძენილი, მეცნიერები ამ თემაზე დღესაც დავობენ. საკითხი ეხება იმას ადამიანი თავისი ბუნებით არის კეთილი თუ ბოროტი. ჯერ კიდევ ჟან ჟაკ რუსო თვლიდა, რომ ადამიანები თავიანთი ბუნებრივი მდგომარეობით არიან კეთილები, მაგრამ საზოგადოება თავისი აკრძალვებით თავს ახვევს მათ აგრესიას და ცოდვებს. ფროიდს მიაჩნია, რომ აგრესიის ენერგია რაღაც ფორმით უნდა გამოვლინდეს, ანუ უნდა მოხდეს მისი განტვირთვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი დაგროვება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ფსიქიკური დარღვევები. შესაბამისად, ფროიდის აზრით საზოგადოების მნიშვნელოვანი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ დაეხმაროს ადამიანს მოახდინოს ამ ენერგიის სუბლიმირება, დამანგრეველი ენერგია მიმართოს საზოგადოებისათვის.

როგორც მკვლევრები მიუთითებენ, აგრესიულობა ინსტინქტური არ არის. აგრესიულობის ინსტინქტურობა რომ დადასტურდეს საჭიროა დადასტურდეს ფიზიოლოგიური იმპულსების არსებობა, რომლებიც იწვევენ აგრესიას. გამომდინარე აქედან ასკვნიან, რომ არ არსებობს აგრესიის თანდაყოლილი მოთხოვნილება. ეს დასკვნა კი ეწინააღმდეგება ინსტინქტის ფროიდისეულ გაგებას, რომელიც უშვებს აგრესიულობის ინსტინქტის არსებობას.

ადამიანური აგრესიის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტს, მიაჩნია,რომ ადამიანი იმით განსხვავდება არაადამიანური არსებისაგან, რომ ადამიანის აგრესიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დასწავლა. მისი აზრით, ადამიანურ დონეზე აგრესია წარმოადგენს თანდაყოლილი მიდრეკილებების და დასწავლილი რეაქციების ურთიერთქმედების რთულ ფუნქციას. მიიჩნევა, რომ ფიზიკურ აგრესიაზე გავლენას ახდენს მამაკაცის სექსუალური ჰორმონი ტესტოსტერონი. გავლენას ახდენს აგრეთვე სისხლში შაქრის რაოდენობა და ა.შ. მტკიცდება აგრეთვე გენეტიკური ფაქტორების მნიშვნელობა. ადამიანების აგრესიის გამოვლენის ფორმებზე, პირველ რიგში, გავლენას ახდენს სოციალური ფაქტორები.