LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ დედაენის ბაღში ბრუნდება

161
აგრობაზარი

20-21 ივლისს, დედაენის ბაღში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობისა და სანიტარული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდაჭერა საქართველოში, ENPARD IV” ფარგლებში, აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ გაიმართება.

აგრობაზარზე ქართველი ფერმერები სხვადასხვა სახის რძის ნაწარმს, ხორცპროდუქტებს, თაფლს, ტკბილეულს, ჯემებს, სოუსებს, ჩაისა და ალკოჰოლურ სასმელებს წარმოადგენენ.

ღონისძიების სტუმრებს ამა თუ იმ პროდუქტის მომზადების განსაკუთრებული ტრადიციის გაცნობის შესაძლებლობაც ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g