ნატურალური პროდუქტების პირველ ჰიპერმარკეტ „აგროჰაბში“ რძის პროდუქტების დეგუსტაცია დაიწყო. როგორც ჰიპერმარკეტში აცხადებენ, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, მივიდეს „აგროჰაბში“ და დააგემოვნოს 100%-ით ქართული ნატურალური რძისაგან დამზადებული: ყველი, მაწონი, არაჟანი და ხაჭო. ამასთან, კომპანია დღეიდან საშობაო აქციასაც იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი ქათმის ხორცზე გარკვეული ფასდაკლებით ისარგებლებს. „აქციის ფარგლებში ჩვენთან მოსული კლიენტი შეძლებს სოფლის დედალი შეიძინოს 10,50 ლარად, 12,60 ლარის ნაცვლად“, – აღნიშნეს აგროჰაბში.
შეგახსენებთ, ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ თბილისში 26 დეკემბერს გაიხსნა. კომპანია მომხარებელს ნატურალურ, ახალ და ჯანსაღ აგროპროდუქტს სთავაზობს. „აგროჰაბში” სხვადასხვა სახის წარმოებაა თავმოყრილი: მათ შორის კომპანიას გააჩნია საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტები იწარმოება, როგორებიცაა: არაჟანი, მაწონი, ხაჭო, სხვადასხვა სახის ყველი (სულგუნი, იმერული და ა.შ.). ამასთან, მარკეტში წარმოდგენილია საკონდიტრო საცხობი, პურ-ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სამზარეულო, სალათებისა და ე.წ Sea food-ის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
კომპანიას გააჩნია საკუთარი ფრინველის, საქონლისა და ღორის ფერმაც. სწორედ, ამ ფერმებიდან ხდება ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი ხორცით მომარაგება აგროჰაბის მარკეტის. ჰიპერმარკეტს აქვს საკუთარი მარანიც, სადაც კლიენტს შეუძლია შეიძინოს 11 დასახელების ცოცხალი ღვინო.
ცნობისთვის, ”აგროჰაბის” პირველი მარკეტი მარშალ გელოვანის გამზირზე 22 ნომერშია წარმოდგენილი. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მარკეტში საწყის ეტაპზე 270 ადამიანი დასაქმდა. 2017 წელს კი ”აგროჰაბი” გაფართოებასა და კიდევ რამდენიმე ახალი მარკეტის გახსნას გეგმავს.