LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა

138
აგვისტოს ომი

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

დე-ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა, საქართველოს სამ რეგიონში ხეობები, დიდი ქალაქები და სოფლები დაიკავეს. რუსული ბომბების გამო საკუთარი სახლ-კარი და მიწა 130 ათასმა ადამიანმა დატოვა. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით დაბრუნდა, თუმცა 30 ათასამდე კვლავ იძულებით გადაადგილებული პირია.

ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე. რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა.

„2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი სრულდება, ურყევია ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ“ – ჯოზეფ ბორელი

დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას ისევ განაგრძობს, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g