LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

97
BeFunky-collage

სტრასბურგის სასამართლო დღეს აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, მათ შორის რუსეთს ბრალი ედება სიცოცხლის უფლების მოსპობაში, წამებაში, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობაში.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, საქართველომ მყარი პოზიციები და მტკიცებულებები წარადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯამში 33 მოწმეს მოუსმინა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მერ წარდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ ომის დროს რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების არაერთი უფლება დაარღვია.

გვაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება საქართველოს დიდი გამარჯვება. ამ ოპტიმიზმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს პირველ რიგში ის გარემოება, რომ ამ საქმეში სიმართლე საქართველოს მხარეს არის და რა თქმა უნდა ის არა ერთი მყარი მტკიცებულება, რომელიც საქართველომ ევროპულ სასამართლოს წარუდგინა, რითაც დგინდება, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების არაერთი უფლება დაარღვია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ აღდგეს საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებები და საქართველო ამ სამართლებრივ შეფასებას, სასმართლოს გადაწყვეტილებას გამოიყენებს სხვა სამართლებრივ პოცედურებშიც”. – თქვა ბექა ძამაშვილმა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. საქმეზე მოსმენა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო 15:00 საათზე საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგს გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g